წიგნის კითხვისა და შემდგომი შთაბეჭდილებების გაზიარების კულტურას დიდი ისტორია აქვს. წიგნის შესახებ საუბრები ყოველთვის ცნობიერების გაფართოების, შთაბეჭდილებების მიღებისა და აზრთა გაცვლა – გამოცლის საუკეთესო საშუალება იყო.
თუ გიფიქრიათ იმაზე რომ წიგნს რამდენი მკითხველიც ყავს, იმდენივე აზრი არსებობს. ჩვენთვის როგორც წიგნის მოყვარულებისთვის თანმდევი პროცესია ფიქრი და ჩვენი აზრების სხვა ადამინებთან გაცვლა. ამ პროცესით კი კიდევ უფრო დაუსრულებელი ხდება თითოეული წიგნის სამყარო.
სწორედ ამიტომ bookshop.ge- მ გადაწყვიტა შეექმნა წიგნის კლუბის ზრდასრულთათვის რომლის მთავარი მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მსოფლიო ლიტერატურის ორიგინალში კითხვა და მიღებული ემოციების გაზიარება. წიგნის კლუბი ეფუძნება სამი მნიშვნელოვან ღერებულებას: Read, Discuss და Inspire.
Read – კითხვა, როგორც კულტურის ერთ-ერთი ნაწილი, გულისხმობს წიგნის ერთად არჩევას. კლუბის წევრებს შეუძლიათ ერთად აირჩიონ მათთვის სასურველი წიგნი და წაიკითხონ.
Discuss – გულისხმობს წაკითხული წიგნის ირგვლივ მსჯელობას, იმას თუ როგორ გავიგეთ აღნიშნული წიგნი, მასში მოცემული სხვადასხვა თავი თუ ცალკეული ციტატა. სწორედ დისკუსიაში და აზრების გაცვლაში შეიძლება დაიბადოს ის ჭეშმარიტება, რომელსაც წიგნის წაკითხვამდე ვეძებდით და სწორედ ეხლა აღმოვაჩინეთ.
Inspire – შთაგონება. წიგნს ნამდვილად აქვს ძალა, თითოეულ მკითხველს ინდივიდუალური შთაგონება მისცეს. რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როცა ერთმანეთს ადამიანები წიგნის მიერ დატოვებულ შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
Bookshop – ის წიგნის კლუბის თითოეული წევრი სამივე კომპონენტის საშუალებით სხვადასხვა სესიებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სესიები მონაწილეებს ეხმარება 21- ე საუკუნისთვის საჭირო უნარ – ჩვევების განვითარებაში, როგორიც არის ლოგიკური მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, მოსმენის კულტურა და სხვისი აზრის პატივისცემა.
როგორ გავწევრიანდეთ:
წიგნის კლუბის რეგისტრაციისთვის გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
წიგნის კლუბის ერთი თვის საწევრო გადასახადი არის სიმბოლური 10 ლარი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
წიგნის კლუბის წევრები მიიღებენ სპეციალურ 10% – იან ფასდაკლებას, რომელიც გავრცელდება, როგორც მხატვრულ ლიტერატურაზე, ასევე ბრენდირებულ აქსესუარებზე.
სესიები გაიმართება: თვეში ერთხელ, ჭავჭავაძის N14 ნომერში მდებარე bookshop-ში
დრო: 19:00 საათი
ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია: 8 ადამიანი ერთ ჯგუფში.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 579 25 22 25
ყველაზე კარგი რამ რაც ადამიანებს ერთმანეთთან შეიძლება გვაერთიანებდეს ეს არის წიგნი, როგორ ღირებულებების, აზრების და შთაბეჭდილებების გაზიარება საუკეთესო საშუალება.
რეგისტრაცია გაგარძელდება 16 ოქტომბრამდე.
Commenti