Books are a uniquely portable magic.”- Stephen king
საშინელებათა ჟანრის ნამდვილ დიდოსტატს სტივენ კინგს, რომელიც მსოფლიოში მისი ლეგენდარული შინაარსი მქონდეს წიგნებით იცნობენ, მრვალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა. იგი მწერალთან ერთად გახლავთ რეჟისორი, სცენარისტი, ფილმების პროდიუსერი და მუსიკოსიც კი.
არსებობს ბევრი საინტერესო ფაქტი, რომელიც თქვენთვის საყვარელი მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ შეიძლება არ იცოდეთ.
სტივენ კინგის სიყვარული საშინელებათა ჟანრის წიგნებისადმი ჯერ კიდევ ბავშვობაში იღებს სათავეს, როცა სახლის სხვენში სხვადასხვა ჰორორის, ფენტეზის და მისტიური შინაარსის მქონე ბროშურები იპოვა და წაიკითხა. ის ერთ-ერთი მწერალია მათ შორის, ვინც სიღრმისეულად იცნობს ამ ჟანრს.
სტივენ კინგი საკუთარ ძმასთან ერთად ერთ – ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში სხვადასხვა სახის რეცენციებს და მოთხრობებს წერდა. ეს ყველაფერი მისი პირველი შემოსავლის წყარო იყო. კინგმა ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრებისას Richard Bachman – ის ფსევდონიმით დაიწყო სხვადასხვა წიგნების გამოშვება.
მისი პირველი რომანი სახელწოდებით „კერი“, სტივენ კინგმა ჯერ კიდევ ინგლისურის პედაგოგად მუშაობის დროს დაწერა, არ მოეწონა და ნაგავში გადააგდო. მისმა ცოლმა ნაწერები იპოვა და აიძულა, რომ აუცილებლად ბოლომდე მიეყვანა.სწორედ ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ავტორის წარმატებას საფუძვლად დაედო.
სტივენს და მის ცოლს აქვს საერთო რადიო სადგური ZONE RADIO-, რომელსაც უმეტესწილად სტივენ კინგის როკ-სადგურსაც უწოდებენ. როგორ მწერალმა ერთ- ერთ ინტერვიუში განაცხადა ის ხშირად უსმენს ჯგუფ Metallica-სა და AC/DC- ს, როდესაც თავის ნაწარმოებებს ქმნის.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სტივენ კინგსაც აქვს შიშები. ეს შიშები კი ძირითადად ასაკს და სხვადასხვა დაავადებებთან უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ავტორს მისი ერთ ერთი წიგნის IT- ის მთავარი პერსონაჟის პენივაიზისაც ეშინია. იმდენად, რომ წერის დასრულების შემდეგ დაიფიცა, რომ მასზე არასდროს დაწერდა.
მისი ერთ- ერთი ლეგენდარული წიგნი Misery, მორიგი ინსომნიის დროს შექმნილია. როდესაც კინგი ლონდონის ერთ- ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, იქ აღმოაჩინეს მაგიდა, რომელიც რადიარდ კიპლინგს ეკუთვნოდა და მასზე მჯდომარე გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს და იმ მაგიდასთან დაიწყო სტივენ კიგმა Misery – ის წერა.
ავტორი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას, რომლის დამარცხებაში მის ოჯახი დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ მის ოჯახში სტივენის გარდა შვილი ოუენიც წერს. სწორედ მამა-შვილის ერთობლივი წიგნია Sleeping beauties, რომელიც ორი სხვადასხვ სამყაროს დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს.როგორც თავად ინტერვიუში განაცხადეს, არც ერთმა არ იცის, თუ რომელი ნაწილი რომლის დაწერილია. მათ შექმნეს და უბრალოოდ დაივიწყეს.
და ბოლოს ვინ შეიძლება იყოს სტივენ კინგის საყვარელი მწერალი? ვინ თუ არა ჯოან როულინგი. “Gifted storyteller”- სწორედ ასე უწოდებს სტივენ კინგი ჯოან როულინგს.
სტივენ კინგის წიგნების სანახავად ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:
Comentários