ამ ბლოგში კოლუმბიელი მწერლის, სცენარისტის და ჟურნალისტის გაბრიელ გარსია მარკესის, იგივე გაბოს წიგნების შესახაბ ვისაუბრებთ. მარკესი კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში დაიბადა 1927 წელს. იგი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება გაბოს ბავშვობის წლები და ისტორიები, რომლებმაც მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია. გაბო თითქმის ყოველდღიურად ისმენდა ბებიის წარმოსახვით შექმნილ უამრავ ამბავს, რაც მომავალში მისი საქმიანობის შთაგონების უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა. არც ბაბუის, ყოფილი პოლკოვნიკის, მოყოლილ ისტორიებს ჰქონიათ მწერალზე ნაკლები გავლენა.
სწორედ ამ მონათხრობთა სინთეზმა ჩამოუყალიბა მწერალს უნიკალური – ჯადოსნური რეალიზმის წერის სტილი და 1982 წელს მარკესი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მისი შემოქმედებისთვის, რომელშიც ფანტასტიკა და რეალიზმი სასწაულებრივად ერთიანდება და ამასთანავე კონტინენტის ცხოვრებას და კონფლიქტს ასახავს. მისი შემოქმედების ინგლისურენოვანი თარგმანი, სრულად ინარჩუნებს თხრობის ჯადოსნურ სტილს. მარკესის წიგნები bookshop.ge-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. თუმცა, მანამდე მისი რამდენიმე წიგნის შესახებ აქ ვისაუბროთ.
მარკესის ბაბუა არმიის ოფიცერი იყო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მწერლის პოლიტიკური იდეოლოგიის შექმნაზე. გაბოს მართლაც განსაკუთრებული გატაცება ჰქონდა ცნობილი ლიდერების მიმართ, ამას ხშირად ხსნიან ხოლმე მისი ფიდელ კასტროსთან და სხვა ცნობილ ლიდერებთან მეგობრობით. ამ მოტივით შექმნილ წიგნებს მწერლის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, ერთ-ერთი მათგანია მარკესის შესანიშნავი რომანი ‘’გენერალი თავის ლაბირინთში.’’
ეს არის ბიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც მთლიანად ეძღვნება სიმონ ბოლივარის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის, ცხოვრების უკანასკენ პერიოდს. მიუხედავად ბოლივარის ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავცე ცხოვრებისა, წიგნი ძირითადად პოსტიდან გადამდგარი პრეზიდენტის შემდგომ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
შესანიშნავია მარკესის სტილი, რომელიც უნიკალურად აღწერს ყოფილი დიქტატორის მოგონებებს და მის შიგნით მიმდინარე ფიქრებს. მწერალი ერთ დროს ძალაუფლების ტკობაში მყოფ მებრძოლს, თავის განცდებთან დარჩენილი ადამიანის კუთხით გვანახებს, რომელიც მარტოა თავის წარსულთან და უდიდეს სინანულს განიცდის, ეშინია საკუთარი ნაფეხურების და თავს არიდებს სარკეში ჩახედვას.
მაშასადამე, ბოლივარის პროფესიული დასასრული მარკესის ამ შესანიშნავი რომანის დასაწყისი აღმოჩნდა. სადაც ბოლივარის ცხოვრების იმ პერიოდის მეგზური გახდებით, როცა ბებერ დიქტატორს პოსტის დატოვება და ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა მოუწია სიკვდილთან შესახვედრად.
წიგნს ‘’გენერალი თავის ლაბირინთში’’ ბედად ერგო ის, რომ ხშირად ადარებენ მარკესის მეორე რომანს 1975 წელს გამოქვეყნებულ ‘’პატრიარქის შემოდგომას,’’ რომელსაც თავად ავტორმა “ძალაუფლების მარტოობის პოემა” უწოდა. ამ რომანების კვეთის ადგილი სწორედ დიქტატორული ბუნების მხილებაა, ცხადია მარკესი აქაც ინარჩუნებს წერის დამახასიათებელ სტილს და ავტოკრატიული მმართველობის ამორალურობას მაგიური და რეალისტური ენის სინთეზით გადმოსცემს. რა თქმა უნდა, წიგნის ინგლისურენოვან ვერიას bookshop.ge-ზე აღმოაჩენთ.
თუმცა, წინა რომანისგან განსხვავებით წიგნის მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟია, ას წელს მიტანებული მარტოსული გენერალი, რომელიც ისტორიის მანძილზე არაერთი დიქტატორის ხატს წარმოადგენს და ტირანთა საერთო თვისებებს, კეთროვან ბუნებას, დაუნდობლობას და ტრაგიზმს გამოხატავს. წიგნის ერთ-ერთი მთავარ ღირებულებაცდაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. მართალია ავტორი გაურბის დეტალიზაციას და მთავარ გმირზე თითქმის არაფერს გვიმხელს, თუმცა, ეს ფაქტი, ჩვენ როგორც მკითხველს, გვაძლევს საშუალებას, ჩვენს წარმოსახვაში ზოგადი დიქტატორის ხატი შევქმნათ და საინტერესო პარალელებიც გავავლოთ საქართველოს არცთუ ისე შორეულ წარსულთან. შესაბამისად, კითხვის პროცესით სრული სიამოვნების მისაღებად არ არის აუცილებელი სამხრეთ ამერიკის ისტორიით იყოთ გატაცებული. მარკესის ჩვეული თხრობის სტილის, მისი დამახასიათებელი ირონისა თუ გადმოცემის ცოცხალი მანერის მეშვეობით წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მარკესის შემოქმედება, სადაც ავტორმა პოლკოვნიკს მთავარი როლი არგუნა ამ წიგნებით არ შემოიფარგლება. ახლა შევეხებით წიგნს, რომელმაც 1961 წელს მთელი ლათინური ამერიკა აალაპარაკა. სწორად გამოიცანით, მხედველობაში გაბოს უნიკალური ნაწარმოები მაქვს სახელწოდებით ‘’პოლკოვნიკს არავინ წერს.’’ თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნის მთავარ გმირს, ზემოთ ხსენებულ პოლკოვნიკებთან წოდების გარდა საერთო არაფერი აქვს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს 75 წლის ომის ვეტერანთან, რომელიც ერთ დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა რესპუბლიკას, ახლა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და თვრამეტი წელია ღირსეულად ელოდება წერილს პენსიის შესახებ, თუმცა, როგორც უკვე ვიცით – ‘’პოლკოვნიკს არავინ სწერს.’’
ერთი შეხედვით მცირე მოთხრობა თითქოს მარკესის ყველა წიგნის სათქმელს აერთიანებს. რამდენად უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, გაბოს ინტერვიუში არაერთხელ შეუნიშნავს, რომ მისი უკვდავი რომანი ‘’მარტოობის 100 წელი,’’ იმისთვის დაწერა რომ ხალხს ‘’პოლკოვნიკს არავინ სწერს’’ წაეკითხა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ საკმარისი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ მარკესის ეს უნიკალური ნაწარმოები bookshop.ge-ს პლატფორმაზე უკვე მოიძიოთ.
Comments