არსებობს სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ და არსებობს სხვა სამყარო, რომელიც ჯ.რ.რ ტოლკინმა შექმნა.
ინგლისელი ფილოლოგი, პროფესორი და ბრიტანული ორდენის კავალერი ჯონ რონალდ რუენ ტოლკინი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა.მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა და საცხოვრებელი ადგილის ბევრჯერ შეცვლა მოუწია. გამოვლილმა გაჭირვებამ, მრავალი სკოლის გამოცვლამ და ცნობისმოყვარე ბუნებამ შემდგომში დიდი გავლენა იქონია მწერლის მრავალფეროვან შემოქმედებაზე.
ტოლკინი ყველა ადგილიდან, მოვლენიდან, თუ ადამიანიდან შთაგონების წყაროს ეძებდა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თავის მეგობრებთან ერთად მცირე ლიტერატურული ჯგუფი “ინკლინგები“ დაარსა, სადაც აქტიურად იმართება ლიტერატურული შეხვედრები და განხილვები. აღნიშნული ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და მისმა წევრებმა სკოლის შემდეგაც გააგრძელეს მეგობრობა.
ტოლკინის წიგნების სამყარო, რომელიც კაცობრიობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე გვიამბობს, გამოგონილია, მაგრამ ამავდროულად დამაჯერებელიც, ერთდროულად ზღაპარიცაა და რეალობაც, რომელიც ჯერ ფურცლებზე ჩანახატად იყო წარმოდგენილი და შემდგომ სიტყვებად აისახა. სწორედ ასე იქმნებოდა მისი წიგნების უმეტესობა.
ფერწერა ტოლკინის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი იყო. „ბეჭდების მბრძანებელზე“ მუშაობის დროს ჩანახატებს, რუკებს და სქემებს ქმნიდა, რომელიც სიუჟეტის განვითარებასა და საერთო მოქმედების წარმოდგენაში ეხმარებოდა. ჩანახატებზე არსებულ სამყაროს იგი უბადლოდ გადმოსცემდა ფურცელზე. მისმა მეგობარმა აღნიშნა, რომ „ტოლკინის შექმნილი სამყარო იქამდეც არსებობდა, სანამ მას ჩვენს წარმოდგენაში გავაჩენდით“.
დღეს ტოლკინი ყველა ასაკის მკითხველს შორის ფენომენალური სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. ტოლკინის წიგნები, სანახაობის გარდა, მუდამ შთაგვაგონებს სიბრძნეს მეგობრობის, მამაცობისა და სიყვარულის შესახებ. გვიბიძგებს რომ იმ კარგი რაღაცებისთვის ვიბრძოლოთ, რაც სამყაროს უხვად გააჩნია.
“ჩვენი მთავარი გადასაწყვეტი ისაა, თუ რა
ვუყოთ იმ დროს, რომელიც ჩვენ მოგვეცა“
ჩვენ კი გირჩევთ, წაიკითხოთ მისი შემოქმედება და კიდევ ერთხელ ირწმუნოთ ტოლკიენისეული
სამყაროს ღირებულებები.
Comments