გაიმართა თბილისის ტური სადაც გამარჯვებული გუნდი გახდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ქალბატონი ქეთევან ლილუაშვილი.
მოსწავლეები პირველ ორ ტურში დაგროვებული ქულებით გადავიდნენ მეოთხედ ფინალში, სადაც მათ მოახერხეს 9 ქულის მოპოვება და 17 დეკემბერს ნახევარ ფინალში ითამაშეს, სადაც აიღეს 12 ქულა და გადავიდნენ ფინალში. 23 დეკემბერს ჩატარდა თბილისის ფინალური ტური, სადაც მათ გადამწყვეტ კაპიტნის რაუნდში შეძლეს სხვა გუნდების დამარცხება, აიღეს 17 ქულა და მოიპოვეს სუპერ ფინალში თამაშის უფლება.
Interview with Anastasia:
Comments