წიგნი New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი ავტორისგან, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ შეიძლება მუდმივად ცვალებად სამყაროში შევიქმნათ პოზიტიური აზროვნება და დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. წიგნს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული დასაწყისი და დასასრული ნათლად გადმოგვცემს, რომ ბიზნესის სამყაროში, ყველამ უარი უნდა თქვას თუ ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული და ყველამ ერთიანად შექმნას ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დროს გაუძლებს. BUY NOW
ჩვენ ირგვლივ ყველაფერს გააჩნია კითხვა რატომ? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ვსვამთ როგორც საკუთარი თავის წინაშე ასევე იმ გუნდთან თუ საზოგადოებაში, რომლის წევრებიც ვართ. საიმონ სინეკმა შექმნა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავთან გვეხმარება გავცეთ პასუხი კითხვას „რატომ“ და შემდეგ გამოვიყენოთ ეს მთავარი შეკითხვა გუნდის ფორმირებისას, პროექტის მართვისას ან უბრალოდ მეგობართან საუბრისას.
ცნობილი კანადელი პუბლიცისტი მალკოლმ გლედველი, რომელიც არაერთი წიგნის ავტორია, ყოველთვის ცდილობს ჩაწვდეს ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტს და სამყარო ისეთი დაგვანახოს, როგორზეც ადამიანებს არც კი გვიფიქრია. წიგნი,რომელიც დაგისვამთ ძალიან ბევრ შეკითხვას საკუთარ თავთან და პასუხსაც თქვენგანვე მიიღებს.
გიფიქრიათ რა არის „ბედნიერების განტოლება“ ? ბედნიერება შეიძლება იმალებოდეს ჩვენს ირგვლივ არსებულ ნებისმიერ წვრილმანში და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შეგვიძლია ამის დანახვა. Google- ის ყოფილი ბიზნეს ოფიცერი Mo Gawdat ამ ყველაფერზე დაფიქრდა მაშინ, როდესაც გაანალიზა, რომ ჰქონდა ყველაფერი: ფინანსური კეთილდღეობა, აღიარება, თუმცა არ იყო ბედნიერი. სწორედ ამ წიგნის მეშვეობით Mo Gawdat მსოფლიოს უზიარებს ბედნიერების პრინციპებს და ცდილობს დაეხმაროს მილიონობით ადამიანს მის შექმნაში. BUY NOW
წიგნი ერთგვარ რევოლუციურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც მკითხველს კონცენტრაციის შენარჩუნებაში, ეჭვების დაძლევასა და ნებისმიერი მიზნის წარმატებით დასრულებაში ეხმარება.თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომლის აღმოჩენაშიც ეს წიგნი დაგვეხმარება.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი მოგვითხრობს როდის ხდება წესების დარღვევა საჭირო და რატომ არის აუცილებელი შემოქმედებითი აჯანყება სამსახურსა და ცხოვრებაში. წიგნი დაგვაფიქრებს, რატომ არიან ჩვენ შორის ყველაზე წარმატებული ისინი, ვინც გარკვეულ წესებს არღვევს.
No Is Not Enough is the absolute must-read book of the Trump era. ასე აფასებენ ნაუმი კლეინის წიგნს, რომელშიც ავტორი აღწერს ჩვენთვის საინტერესო დეტალებს, თუ როგორ აღმოვჩნდით არსებულ რეალობაში და მთავრდება მოწოდებით, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. BUY NOW
წიგნი ფოკუსირებულია იშვიათი და არაპროგნოზირებადი მოვლენების გავლენაზე და ადამიანების მუდმივ მცდელობაზე იპოვონ ამ მოვლენების მარტივი განმარტებები. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის დასაწყისი მოიცავს ფსიქოლოგიურ თემებს და ამ ჭრილში დანახულ მოვლენების განვითარებას. ხოლო მეორე ნაწილის ბოლოში და მესამე ნაწილში ავტორი საუბრობს მეცნიერებისა და ბიზნესზე და ბოლო ნაწილი მოიცავს რჩევას თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოულოდნელობებსა და მომავალ გაურკვევლობებს ისე რომ ვისიამოვნოთ ცხოვრებით.
წიგნი საინტერესო ილუსტრაციებით და პრაქტიკული მაგალითებით გვვასწავლისს, თუ როგორ ვმართოთ დღევანდელ დროში ჩვენი ემოციები, იმისთვის რომ ნებისმიერ სამუშაო პროცესში პროდუქტიულობა გავზარდოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო მხარე.
ბედნიერი და კომფორტული სამუშაო გარემო ხომ ყველა დასაქმებულისთვის სასურველი ადგილია? Coach Your Team პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც უნდა, რომ შეიმუშაოს ეფექტური ორგანიზაციული კულტურა არსებული გამოწვევების მისაღებად.
შეიქმენით პოზიტიური განწყობა და იკითხეთ ორიგინალში.
Comentarios