top of page
Search

Whittard tea in Georgia



ინოვაციის ტრადიცია

ჩვენ დიდ დროს ვატარებთ ჩაისთან, ყავასთან და შოკოლადთან, რადგან გვჯერა რომ ასე საუკეთესო ხარისხს მივიღებთ. უკვე 130 წელია.

როცა ვოლტერ ვიტარდმა თავისი პირველი მაღაზია გახსნა ლონდონში 1886 წელს, მისი ფილოსოფია იყო მარტივი: საუკეთესო ხარისხის პროდუქტის ყიდვა. ეს ფილოსოფია მას შემდეგ ჩვენ გულებში დარჩა, რაც აყალიბებს ჩვენ შეგრძნებას ხარისხზე, წარსულსა და ინოვაციაზე.

ხასიათით ბრიტანული და საზღვრებით გლობალური, ჩვენი ბრენდი შექმნილი არის საუკეთესო ხარისხის ტრადიციასა და უსაზღვრო მოკვლევებზე დაფუძნებით, რომლებსაც ქმნიან ჩვენი კრეატიული ექსპერტები.


კარგი გემოვნების სამყარო

ვიტარდის გული და სული არის ჩვენი პროდუქტები. ჩვენი წამყვანი ჩაის, ყავის და ცხელი შოკოლადის კოლექცია მუდმივად ახლდება ექსკლუზიური და მაღალხარისხიანი პროდუქტით და შეხამებული არის დასაყენებელი ჭურჭლის, მაგიდაზე გადასაფარებლების და საჩუქრების კოლექციასთან.

ჩვენ გვჯერა პატარა ფუფუნების საგნებით მიღებული ბედნიერების და ჩვენი პროდუქტებიც ისეთი ადამიანებისთვის არის შექმნილი რომლებსაც ანალოგიური შეხედულება აქვთ. ჩვენ ვცდილობთ რომ ასეთი პატარ-პატარა ფუფუნების საგნებით ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და გამორჩეული გავხადოთ.

ჩაი

ყველაფერი დაიწყო ჩაით და უკანასკნელი საუკუნე გავატარეთ საუკეთესოს ძებნაში. ჩვენ კოლექციაში ასზე მეტი ჩაი არის და რაოდენობა იზრდება.

ასზე მეტი გამორჩეული ჩაის სახეობებით, ფოთლოვანი სახით ჩაის (loose leaf tea) საუკეთესო არჩევანს ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს. ჩვენი ჩაის საუკუნე გაჯერებული არის არჩევანის სიმდიდრით სადაც ჩვენ მომხმარებლებს შეეძლოთ რომ დაეგემოვნებინათ ტრადიციული და ჩვენ მიერ შექმნილი სხვადასხვა გამორჩეული ჩაის ნაზავები. არ აქვს მნიშვნელობა ეს დარჯელინგი (Dargeeling) არის თუ ჩვენი მრავალგზის გამარჯვებული პეტი მაკარუნი (Petit Macaron), ყველანაირი გემოვნების და ინტერესის დასაკმაყოფილებლად გვაქვს ჩაი.

ჩაის აღმოჩენები

დაარსებოდან 130 წლის თავზე, ჩვენი ჩაის აღმოჩენების კოლექცია წარმოადგენს ყველაზე ინოვაციურ შეზავებებს და საფირმო რეცეფტებს, რომლებიც წარმოდგენილი არის როგორც გამორჩეული საჩუქრების სერიები.

ძველებური დიზაინის გამოყენებით, ყველა ასეთ ჩაის აქვს თავისებური გაფორმება რომელიც შექმნილი არის ამავე ჩაის დამახასიათებლებით; ჩვენ ასევე შევქმენით გამორჩეული ორცხობილები, ჩაის ფოთლების წყალში გასახსნელი ჭურჭელი და ჩაის-ჯემები. ეს არის იმ ყველაფრის ზეიმი რაც გვიყვარს ჩაიში, და ყოველდღიური რიტუალების სილამაზე.



საჩუქრები

ვოლტერ ვიტარდმა პირველი სპეციალური ჩაის საჩუქარი შექმნა მეფე ედვარდ მეშვიდეს გამეფებასთან დაკავშირებით 1902 წელს. ამის შემდეგ ჩვენ ვქმნით ჩაისთან დაკავშირებულ ისეთ საჩუქრებს, რომლებიც აკვირვებს, სიამოვნებას ანიჭებს და ახარებს ადამიანს.

ჩვენ გვჯერა რომ ყველა საჩუქარი და საჩუქრის გაცემა არის გამორჩეული და განსხვავებული. გამოფენილი ჩაიდან, ყავიდან და ცხელი შოკოლადიდან დაწყებული პერსონალური სასაჩუქრე ყუთებით დასრულებული, ჩვენ ვეპყრობით საჩუქრის გაცემას როგორც ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს ფორმას.


ცხელი შოკოლადი

ცხელი შოკოლადი ყოველთვის ახლოს იყო ჩვენ გულებთან, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვენი საფირმო luxury ცხელი შოკოლადი არის თუ რომელიმე ახალი გემო, მაგალითად კრემ ბრულე. ჩვენი სიამოვნების მომგვრელი ფანტელებიანი შოკოლადის სასმელები მოწონებული არის ექსპერტების მიერ, სადაც ჩვენ შევქმენით უფრო მსუბუქი ვერსიები ჩვენი საფირმო კოკოასგან, რომელიც ნაკლებ ცხიმს შეიცავს. ამას თუ დავამატებთ ჩვენ ინოვაციურ ლიმიტირებული რაოდენობით შექმნილ არომატებს და ტკბილეულს, მიიღებთ ძალზე საინტერესო და სასიამოვნო ცხელი შოკოლადის კოლექციას.



ყავა

ჩვენ ცნობილი ვართ ჩაით, მაგრამ ჩვენი მსოფლიო დონის ყავაც არანაკლებ იხვეჭს პოპულარობას და იმსახურებს მოწონებას ჩვენი მომხმარებლების მხრიდან. ძალზე დიდ გზას გავდივართ იმისთვის რომ მივიღოთ და მოვიძიოთ საუკეთესო ხარისხის არაბიკა მსოფლიოსთვის ცნობილი პლანტაციებიდან და მცირე მამულებიდან, და ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზოთ ყავა დაფქვილი ან მთლიანი მარცვლების ფორმით ხუთ სხვადასხვა მოხალვის მეთოდით მომზადებული.

ერთი მამულიდან მიღებული ყავის სახეობების გარდა შევქმენით ხუთი სხვადასხვა გემო, რომლებიც ვიტარდის ექსკლუზიური საკუთრებაა, სადაც ყველა სეზონზე სხვადასხვა ლიმიტირებული რაოდენობით შექმნილი ყავების კოლექციას ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს. ჩვენ ასევე ცნობილი ვართ არომატდამატებული ყავების გემოებით, რომლებიც შექმნილი არის საუკეთესო ხარისხის არაბიკას მარცვლებისგან; და ჩვენი ყავის დასაყენებელი მოწყობილობები შექმნილი არის ექსპერტებისთვის.


ვიტარდის გამოცდილება

მომხმარებლები ვიტარდში მოდიან არა მარტო იმისთვის რომ იყიდონ, არამედ იმიტომ რომ ნახონ, გამოსცადონ და დააგემოვნონ სიახლე.

ჩვენ გვჯერა რომ მაღალხარისხიანი პროდუქტებით სიამოვნების მიღება იწყება ძებნის და არჩევის პროცესით, სადაც მომხმარებლები ეცნობიან ახალ ჩაის, ყავის და შოკოლადის წარმომავლობას, არომატებს, მაღაზიასა და საიტზე. ჩვენი ქარიზმატული ურთიერთობა მომხმარებელთან, ეს გამოხატული იქნება დაყენებაზე რეკომენდაციების მიცემით, გემოების ერთმანეთთან შეხამებით თუ კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობის და არომატების ახსნით, მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიცემას, დაინტერესებას და ყველაზე მნიშვნელოვნად მათი გემოვნების განვითარებას.

მაღაზიები

ჩვენი მაღაზიები განთავსებული არის ცენტრალურ ადგილებზე, სადაც სხვადასხვა სექცია დაყოფილი არის კატეგორიების მიხედვით. გამორჩეული მაღაზიები გაფორმებული არის განსხვავებული დეკორაციებით და ინტერიერის დიზაინით, სადაც პროდუქტები ყველაზე მომთხოვნ მომხმარებლებსაც კი აკმაყოფილებთ.

მაღაზიის ყველა ასპექტი გულდასმით არის დაგეგმილი – არომატების დაგემოვნებისთვის გამოყოფილი ადგილით დაწყებული, ექსპერტი თანამშრომლებით დასრულებული.

ემპორიუმი

ჩვენი ექლექტური ემპორიუმები შექმნილი არის იმისთვის რომ მომხმარებელმა უკეთესად შეარჩიოს ის პროდუქტი და გემო რომელიც მის გემოვნებას ესადაგება. ყველა მაღაზიაში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილი სადაც ყოველთვის ახალ-ახალი ჩაები, ყავები და ცხელი შოკოლადები არის გამოფენილი იმისთვის რომ მომხმარებელმა გასინჯოს თავისთვის ახალი პროდუქტი.

1886 წელს გახსნილი მაღაზიის მსგავსად, მაღაზიების კედლები შევსებული არის ფოთლის ფორმით (loose leaf tea) ჩაის და ყავის სპეციალური შესანახი ყუთებით, რომლებიც იდეალური არის შესანახად – ჰაერთან და სინათლესთან არ აქვს კონტაქტი, ლამაზია, ადვილად იხსნება და მომხმარებელს, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია არომატი გაიგოს.

ჩაის ბარი ემპორიუმთან ერთად

ასეთ ბარებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა რომ ექსპერტების მიერ მომზადებული ჩაი, ყავა და ცხელი შოკოლადი მიირთვან, სპეციალურად შერჩეულ ტკბილეულთან და სენვიჩებთან ერთად. ჩვენ ‘შუა დღის ჩაი’ (Afternoon Tea) სრულიად ახალ დონეზე ავიყვანეთ და მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მომხმარებლებს რომ მიირთვან 100 სხვადასხვა ჩაით მომზადებული შუა დღის ჩაი.

კომფორტული დასაჯდომებით და საუკეთესო სერვისით, მომხმარებლებს შეუძლიათ რომ დაისვენონ და დააგემოვნონ ჩვენი პროდუქტები. ჩაის ბარი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რომ დააგემოვნონ სხვადასხვა პროდუქტი სანამ შეიძენენ.



ბუტიკი

ვიტარდის გამოცდილება გვხვდება ყვლანაირ ზომაში, სადაც ბუტიკის ტიპის ვიტარდის მაღაზიებში ანალოგიურ სერვისს და მომსახურებას სთავაზობენ ექსპერტი თანამშრომლები როგორც სხვა დანარჩენ მაღაზიებში. განსხვავება მხოლოდ ერთია – ბუტიკის მაღაზიაში უფრო პერსონალური და მყუდრო გარემო აქვთ მომხმარებლებს.


კიოსკები

კიოსკები გვხვდება სავაჭრო ცენტრებში და სხვა ადამიანების თავშეყრის ადგილებში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ რომ შეიძინონ და მიირთვან იქვე ან წაიღონ სხვადასხვა სასმელი.

ერთი ხელის დაჭერით

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლები ვერ ახერხებენ მაღაზიაში მისვლას, მათ შეუძლიათ ონლაინ მაღაზიაში შეიძინონ სხვადასხვა მათთვის სასურველი პროდუქტი, რომელიც მიუვათ სახლში. საიტზე მათ ასევე შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა დამახასიათებლებს სხვადასხვა პროდუქტზე იმისთვის რომ ის პროდუქტი აარჩიონ რომელიც უფრო მეტად დააინტერესებთ. ამ ინფორმაციასა და დეტალებში შედის – არომატები, წარმომავლობა, და აშ.

ჩვენ ასევე ვართ სოციალურ მედიაში, სადაც ჩვენ პროდუქტებზე ვაზიარებთ სიახლეებს და ინფორმაციას. ასევე, ეს არის სივრცე სადაც ვცდილობთ რომ ონლაინ ურთიერთობა და კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენ მომხმარებლებთან, გავიგოთ მათი აზრი, შეხედულებები და გემოვნება.



გლობალური მისაბაძი ბრენდი

გაერთიანებულ სამეფოში 50 მაღაზია წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის მხოლოდ ერთ ნაწილს; ჩვენ შესულები ვართ 35 ქვეყანაში. ვართ ბრიტანული კომპანია რომელიც გასული არის მსოფლიოს მასშტაბით და ვმუშაობთ იმაზე რომ კიდე უფრო მეტ ქვეყანაში შევიდეთ და მეტ ადამიანს შევთავაზოთ ჩვენი პროდუქცია.


ჩაის ეთიკური კავშირი

ძალზე მოხარულები ვართ იმისთვის რომ ვართ ეთიკური ჩაის კავშირის წევრი. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს რომ მეტად სოციალური და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი ინდუსტრიის მშენებლობას და განვითარებას შეუწყოს ხელი, სადაც გადამზადებას და დახმარებას სთავაზობს ფერმერებს, და ცდილობს რომ ინდუსტრიაში არსებული პრობლემები გადაჭრას, როგორც არის მაგალითად – მდგრადი საცხოვრებელი პირობების შექმნის წახალისება.

რატომ ვიტარდი?



ჩვენი უნიკალური ადგილი ბაზარზე

ჩვენი რეპუტაცია დაფუძნებული არის ხარისხის, ტრადიციის და ცოდნის 130 წლიან გამოცდილებაზე. ჩვენ ვართ ერთადერთი ბრიტანული კომპანია რომელიც აქცენტს აკეთებს მაღალი ხარისხის ჩაიზე, ყავაზე და ცხელ შოკოლადზე, გამორჩეულ საჩუქრებთან ერთად.


გამორჩეული არჩევანი

ჩვენ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა რომ დააგემოვნონ პროდუქციის ძალზე დიდი არჩევანი, რომლებიც მიღებული არის წამყვანი მწარმოებლებისგან. ძირითადი კოლექცია შედგება ბრიტანული ფავორიტებისგან და ყოველი სეზონი ასახავს ახალ ტენდენციებს, არომატებს და მომზადების ტექნოლოგიას სხვადასხვა პროდუქციის კოლექციებში.



ბრენდის გამოცდილება

ჩვენ ცნობილი ვართ ძალზე პერსონალური სერვისით, სადაც პროდუქციაზე კომუნიკაცია და რეკომენდაციების მიღება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მომხმარებლებთან ურთიერთობისას.


გლობალურ მასშტაბზე გასვლა

დღესაც ვაგრძელებთ ზრდას, ვანვითარებთ ჩვენ პოზიციას როგორც პრემიურ ბრიტანული ბრენდი და ვიზრდებით საერთაშორისო დონეზე. მოტივირებულები ვართ რომ გავაძლიეროთ ჩვენი იმიჯი როგორც ჩაის, ყავის და ცხელი შოკოლადის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილი და ჩვენი პროდუქციის გაზიარება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებისთვის.

ცოდნის და ხარისხის მემკვიდრეობა

კრეატიულობის აღმაფრენა

და ინგლისური ექცენტრიულობა

აღმოაჩინე ვიტარდი

Comments


bottom of page