top of page
Search

Wingardium Leviosa! – დღეს ჰარი პოტერის დაბადების დღეა

საკუთარი შესაძლებლობების რწმენამ ჯოან როულინგი მსოფლიოში გავლენიან მწერლად აქცია, მისმა უშრეტმა ფანტაზიამ კი შექმნა Wizarding world, რომელმაც ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს ირგვლივ არაერთი ადამიანი გააერთიანა.

როულინგის ცხოვრებაც მისივე შემოქმედების მსგავსად ზღაპრულია. ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში დაწყებული წერა და საკუთარ წარმოსახვაში აღმოჩენილი ძლიერი ზეგავლენის სამყარო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთ დღესაც, მატარებლით მგზავრობისას, უეცრად მოუვიდა იდეა, რომელსაც გაუჩერებლად წერდა 4 საათის განმავლობაში. მას შემდეგ არ არსებობდა დღე, რომელიც ჰარი პოტერზე მუშაობაში არ გაეტარებინა და სწორედ წერა ეხმარებოდა ბევრი სიძნელის გადალახვაშიც. მძიმე დეპრესიის პერიოდში ჯოანს მხოლოდ საბეჭდი მანქანა და იდეა ჰქონდა, რომელიც ფურცლებზე უნდა გადმოეტანა. მას ღრმად სწამდა, რომ მისი ზღაპრული ფიქრები დღის სინათლეს აუცილებლად იხილავდნენ.

როდესაც წერის პირველი წიგნი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” დაიწერა, ჯოანმა არაერთ გამომცემლობაში იმ იმედით მიიტანა, რომ მოეწონებოდათ. სამწუხაროდ, უარი ბევრჯერ უთხრეს მანამ, სანამ შემდეგ ერთ- ერთმა ცნობილმა გამომცემლობის „Bloomsbury“- მისი მეპატრონის შვილმა არ წაიკითხა და გაგრძელება არ მოითხოვა. პატარა გოგონამ ის განსაკუთრებული რაღაც შეამჩნია ნაწერებში, რაც ვერ მოახერხეს სხვა წიგნის გამომცემლობებმა. მალე ყველამ გაიცნო ბიჭი, სახელად ჰარი პოტერი და როულინგის ნატვრა, მისი ჩანაწერების ოდესმე წიგნად დაბეჭდვაზე, ზღაპრულად ახდა. წარმატებამაც არ დააყოვნა და დღეს ყველა ასაკის მკითხველს თანაბრად იზიდავს ჰარი პოტერი, რომელიც მისივე ავტორის მსგავსად ბავშვობიდან განსაკუთრებული ცხოვრებით გამოირჩეოდა.

ბევრიც თვლის რომ მათი ბავშვობა მოსაწყენი იქნებოდა ჰარი პოტერის გარეშე. ჯოანს ყოველთვის მიაჩნდა რომ წარმოსახვის უნარი პირდაპირ კავშირშია გარესამყაროს პროცესებთან, ხოლო ჩვენ ყველას შეგვიძლია სამყარო გავხადოთ უკეთესი და გავხდეთ მაგალითი ბევრი ადამიანისთვის. ჯოან როულინგი არის ავტორი, რომელიც თავისი დაუსრულებელი ფანტაზიით და გამოვლილი გამოცდილებით ყოველთვის იქნება რაღაც ჯადოსნურის საწყისი ჩვენს ცხოვრებაში.

“We do not need magic to transform our world. We carry all the power we need inside ourselves already.”- J.K ROWLING

Comments


bottom of page