ბათუმში, ბარათაშვილის და ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაზე (წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა) კომპანია English Book Education-მა bookshop-ის კიდევ ერთ ფილიალი გახსნა. ღონისძიებას დაესწრო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერისტეტის პრორექტორი თამარ სირაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები.
გახსნის ცერემონიაზე საზეიმო ვითარებაში ლენტი გაჭრეს English Book Education - ის დირექტორმა მაია გურგენიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერისტეტის პრორექტორმა თამარ სირაძემ.
Bookshop არის განსხვავებული კონცეფციის წიგნის მაღაზიას, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია როგორც წიგნები, ასევე სივრცე, სადაც ინტენსიურად გაიმართება წიგნის კლუბის შეხვედრები და სხვა საინტერესო ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და მთავარი მესიჯის #იკითხეორიგინალში გავრცელებას.
Comments