top of page
Search

რა წავიკითხოთ ნოემბერში?!

დადგა ტკბილი ნოემბერი, შემოდგომის გამორჩეული თვე, როცა შეგვიძლია კომფორტულად მოვკალათდეთ და სხვადასხვა საინტერესო წიგნი წავიკითხოთ. bookshop.ge გთავაზობთ ნოემბერში საკითხავი წიგნების რეკომენდაციას.

ტკბილი ნოემბერი წარმოუდგენელია რომანების გარეშე, რომელთა წაკითხვაც ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გთავაზობთ ამერიკელი ნოველისტის Danielle Steel-ს, რომელიც წერის საინტერესო სტილით გამოირჩევა და ცდილობს მკითხველს ბრძოლის, წინსვლის და განვითარების იმედი ჩაუსახოს.




ლუსინდა რაილის სერია The Seven Sisters– მითოლოგიისა და ასტროლოგიის საინტერესო შერწყმაა. ისტორიები ძლიერ ქალებზე, მათ სიყვარულზე და ბრძოლაზე მოგვითხრობს. თითოეულ წიგნს საფუძვლად უდევს ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟები, რომელიც აღნიშნულ სერიაში აწმყოსა და წარსულის საუკეთესო სინთეზს წარმოადგენს. როგორც ავტორი აღნიშნავს, თითოეულ წიგნში ბევრჯერ ამოვიცნობთ საკუთარ თავს.





რას იტყვით ნოემბერში დეტექტივის წაკითხვაზე? ამერიკელი მწერლის Dan Brown-ის მისტიკურ – დეტექტიური წიგნები, თავისი ღრმა, მოულოდნელი და საინტერესო შინაარსით მკითხველში მუდამ აღფრთოვანებას იწვევს.





დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორის Nicci French- ის წიგნები თქვენს ცნობისმოყვარე ბუნებას აუცილებლად მიიზიდავს. სხვადასხვა საიდუმლოს ჩაწვდომა, დანაშაულის გამოაშკარავება და კლასიკური დეტექტივის სიუჟეტი აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას.









Bookshop.ge ასევე გირჩევთ James Patterson -ის დეტექტიური ჟანრის წიგნებს. თუკი გაინტერესებთ როგორ გადაარჩინა Woman’s murder club- მა მთელი ქალაქი ტრაგედიისგან შობის დილას და როგორია აგენტი გოგონას მოულოდნელობებით სავსე საქმეების გახსნა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ James Patterson -ის წიგნები.




მოლაპარაკე კატები, თევზების წვიმა, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, უცნაური სახელები. ალბათ გეცნოთ, ეს მისტიური ნოველისტის ჰარუკი მურაკამის შემოქმედებაა. იაპონელი მწერალი, რომლის წაკითხვაც წლის ნებისმიერ სეზონზე დიდ სიამოვნებას და საინტერესო თავგადასავლებს გპირდებათ.









პოეზიას დიდი ძალა აქვს, შეგიმსუბუქოს ყოველდღიურობა, მოგცეს ძალა და სულაც გადმოსცეს შენი ჯერ აქამდე უთქმელი ემოციები. ნოემბრის რომანტიკულ განწყობას პოეზია ნამდვილად შეავსებს.

“If the first woman God ever made was strong enough to turn the world upside down, all alone together women ought to be able to turn it right side up again” – Sojourner Truth









Bookshop.ge თავის ერთგულ მომხმარებელს მთელი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე 30% – იან ფასდაკლებას სთავაზობს. 8 ნოემბრის ჩათვლით, ფასდაკლება გავრცელდება რომანის ჟანრის წიგნებზე.

ფასდასკლებული წიგნების სანახვაად ეწვიეთ ბმულს:

გისურვებთ ბედნიერ შოპინგს და სასიამოვნო კითხვის პროცესს!

Comments


bottom of page