top of page
Search

როგორ ვასწავლოთ ანბანი?

როგორ ვასწავლო ანბანი მარტივად და სახალისოდ? რომელი სახელმძღვანელო დაგვეხმარება ყველაზე ეფექტურად? რა დამხმარე რესურსები გაუმარტივებთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ანბანის ათვისებას?

ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებელს ერთხელ მაინც გასჩენია. ანბანის სწავლების მეთოდები, სახელმძღვანელოები, აქტივობები და რესურსები უამრავია, მთავარია მათი სწორად მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, რაც სახალისო და ეფექტური სწავლა-სწავლების საწინდარია.

ანბანის წიგნი


ინგლისური ენის ათვისებისას ანბანის წიგნი ერთ-ერთი პირველი დამხმარე მასალაა, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ენას ეცნობა, ამიტომ მისი შერჩევა საპასუხისმგებლო პროცესია.

სახალისო ფოტოები, აქტიური სიმღერები, მამოტივირებელი აქტივობები და თამაშები – არის ის, რაც ანბანის წიგნს მოსწავლისათვის სახალისოს, ასოების დამახსოვრებას კი მარტივს და საინტერესოს ხდის.

ანბანის წიგნის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიას Academy Stars გვთავაზობს. წიგნი მოიცავს ფერად ვიზუალებს, მოსმენისა და ბგერათა წარმოთქმის აქტივობებს, დიდი და პატარა ასოების მოხაზვის სავარჯიშოებსა და სხვა მრავალ ინტერაქციულ დავალებას, რაც სწავლების პროცესს მეტად თანამედროვესა და სახალისოს ხდის.

წიგნი წარმოადგენს იდეალურ დამხმარე რესურსს Academy Stars Starter სახელმძღვანელოსთვის.


ფოტოები – ასოების შესწავლის უმარტივესი გზა

ანბანის შესწავლისას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ვიზუალურად მიმზიდველი სასწავლო მასალა თამაშობს, შესაბამისად ფოტოების სწორად შერჩევა და მათი დახმარებით ასო-ბგერების გაცნობა ანბანის დამახსოვრების პროცესს ბევრად ამარტივებს. ფერადი ილუსტრაციები, ბავშვებისთვის საყვარელი ცხოველებისა და ნივთების ვიზუალები აქტიურადაა გამოყენებული Academic Stars starter სახელმძღვანელოსა და ამავე წიგნის შესაბამის ფლეშქარდებში. ფოტოები მოსწავლეებს ეხმარება ასო-ბგერების დამახსოვრებაში, რადგან ისინი ასოციაციებით დამახსოვრებას ეჩვევიან ადრეული ასაკიდანვე.


ვიზუალურად მდიდარ რესურსს წარმოადგენს National Geographic Learning-ის სახელმძღვანელო LOOK starter, რომელშიც გამოყენებულია არა ნახატები და ილუსტრაციები, არამედ რეალური ფოტოები, რომლებიც მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს. ავთენტური ფოტოები წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კულტურას, ადამიანებსა და ბუნებას. წიგნის საოცარი ვიზუალური მხარე ანბანის შესწავლასა და დამახსოვრებას ამარტივებს, მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას და აცნობს სამყაროს.

სიმღერა – ბგერების დამახსოვრების საუკეთესო ხერხი


სიმღერები – საუკეთესო გზა, რომ გახადოთ თქვენი ინგლისურის გაკვეთილი სახალისოც და ამავდროულად პროდუქტიულიც. სიმღერით ანბანის სწავლება საუკეთესო და უსწრაფესი ხერხია რომ მოსწავლეებმა თითოეული ასო-ბგერა მარტივად დაიმახსოვრონ. მრავალფეროვანი რიტმული სიმღერები უხვად მოიძებნება Oxford Phonics World-ში, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს რომ უმარტივესად შეისწავლონ არა მხოლოდ ასოების ცნობა და მათი მოხაზულობა, არამედ ასოების შესაბამისი ბგერების ერთმანეთისგან განსხვავებაც. წიგნში მოცემულია 150-ზე მეტი Phonics მეგობარი როგორებიცაა: an angry apple, a big bear, რომლებიც ბავშვების საყვარელი პერსონაჟები ხდებიან და მათი სახელები ანბანის სიმღერებშიც აქტიურად ფიგურირებენ. რიტმულ სიმღერებში თითოეულ თავში მოცემული ახალი ასო-ბგერის შესაბამისი სიტყვები შედის და მათი ხშირი გამეორება ბგერების დამახსოვრებას აიოლებს.

მაგალითისთვის მოუსმინეთ და ჩამოტვირთეთ სიმღერა:

——————————————————————————————————————–

2 commentaires


Despite its global reach, Gulbrandsen Technologies remains deeply committed to fostering strong relationships with its customers. The company’s customer-centric approach is reflected in its dedication to understanding the unique needs of each client and Gulbrandsen Technologies delivering solutions that exceed expectations.


J'aime

Reclaimed wood flooring is available in a wide range of species, colors, and finishes, allowing homeowners to find the perfect match for their interior design needs. Popular species include oak, pine, chestnut, walnut, and maple, each offering distinct grain patterns, colors, and hardness levels. Depending on the desired look, Reclaimed Wood Flooring reclaimed wood can be left in its natural state to highlight its aged beauty, or it can be sanded and finished for a more polished appearance. Additionally, finishing techniques such as wire-brushing, distressing, or staining can enhance the wood’s texture and deepen its color, adding to its visual appeal.

J'aime
bottom of page