აღწერა
15 სექტემბრიდან, English Book Education და Macmillan Education, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, ტელესკოლის ეთერში აგრძელებს პროექტს „ინგლისური ყველასთვის“.
მიმდინარე სასწავლო წელს პროექტი მოიცავს როგორც წიგნის კლუბს, ასევე სხვადასხვა ასაკზე, ინტერესებზე და ცოდნაზე მორგებულ გაკვეთილებს, კერძოდ კი, დაწყებით საფეხურს, ზოგად ინგლისურსა და ინგლისურს პროფესიული მიზნებისთვის.
თითოეულ კურსს უძღვება როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებელი.
გაკვეთილები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
1. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ ლექსიკას;
2. ტექსტს და შესაბამის დავალებებს;
3. წაკითხული ტექსტის კონტექსტში ახსნილ გრამატიკას;
4. მოსმენის უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ დავალებებს;